რადას დეპუტატი დავით არახამია - საქართველო არ არის აშშ, რომელიც იტყვის, რომ სხვას შეუქმნის დიპლომატიურ პრობლემებს, ეს საქართველოა, არ უნდა დაივიწყონ
რადას დეპუტატი დავით არახამია - საქართველო არ არის აშშ, რომელიც იტყვის, რომ სხვას შეუქმნის დიპლომატიურ პრობლემებს, ეს საქართველოა, არ უნდა დაივიწყონ

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავიდ არახამია აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ელჩის შესაძლო გაწვევის შემთხვევაში, საქართველო უფრო მეტ დიპლომატიური წინააღმდეგობას წააწყდება ვიდრე უკრაინა.

„რატომ ნერვიულობს ასე საქართველო? საუბარი მხოლოდ ვიცე-პრემიერობაზეა. რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური აგრესია? უცნაურია, რომ როდესაც საუბარი სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებაზეა, არც ისე დიდი მეზობელი ასე რეაგირებს. საქართველო არ არის აშშ, რომელიც იტყვის, რომ სხვას შეუქმნის დიპლომატიურ პრობლემებს, ეს საქართველოა და ეს არ უნდა დაივიწყონ“, – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, თავადაც ქართველია და ესმის, თუ როგორი განწყობებია საქართველოს მთავრობაში სააკაშვილის მიმართ.

„ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. ეს არასწორი რიტორიკაა. ჩვენ ქართველებთან საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ, ჩვენ მოძმე ერები ვართ“, – განაცხადა არახამიამ.

ფრაქციის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კარანტინამდე საქართველოში უკრაინელი ტურისტები რაოდენობით მეორე ადგილზე იყვნენ.

არახამია დარწმუნებულია, რომ „თბილისში ამ ტურისტების დაკარგვა ნამდვილად არ უნდათ“.