რაჭაში თერმოსკრინინგი 15 ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა
რაჭაში თერმოსკრინინგი 15 ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა

რაჭაში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რეგიონში მედიკოსების 62 ჯგუფი მუშაობდა.

მედიკოსებმა დისტანციური თერმომეტრებით დაახლოებით 15 ათასი მოქალაქე შეამოწმეს. თერმოსკრინინგის შედეგად, საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენილა.

არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციითვე, პარალელურად მიმდინარეობდა მედიკოსების გეგმური კვლევა. შედეგად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.