რაჭაში, სოფელ შარდომეთის ტყეში ხანძარი იყო. ადგილზე სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდებს გაუჩნდა.
ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.