რაჭაში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რეგიონში მედიკოსების 62 ჯგუფი უკვე მუშაობს.
მედიკოსები ტემპერატურას დაახლოებით 30 ათას მოქალაქეს გაუსინჯავენ. პროცესი დისტანციური თერმომეტრებით მიმდინარეობს. თერმოსკრინინგი ხუთ დღეში დასრულდება.
არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მედიკოსების გეგმური კვლევა. ამ დილით რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე 20 ექიმის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. უკვე გამოკვლეკულია 50 მედპერსონალი და
„კოვიდ-19“ არც ერთს არ აქვს.