ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები 12 ლოკაციაზეა მოწყობილი, სადაც მოსახლეობას მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა ეძლევა.
რაჭაში წელს ღვინო „ხვანჭკარას“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.
„ხვანჭკარას“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.
ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა.