27 აპრილს, მშვიდობის კათედრალში წირვას დაესწრება და ჰომილიას წარმოსთქვამს თანამედროვეობის ცნობილი რაბინი და მეცნიერი რეუვენ ფაიარსტონი.
რაბინი ისაუბრებს იუდაიზმზე, ისლამზე, ინტერ-რელიგიურ ურთიერთობებზე მონოთეისტურ რელიგიებს შორის და მათ მიღმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული რაბი ფაიარსტონი არის რეგენშტაინის პროფესორი შუა საუკუნეების იუდაიზმისა და ისლამის დარგში.
მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი, მათ შორისაა „მოგზაურობა წმინდა მიწებზე: აბრაამ-იშმაეილის ლეგენდების ევოლუცია ისლამურ ეგზეგეტიკაში,“ „ჯიჰადი: წმინდა ომის საფუძვლები ისლამში,“ და „ისლამის შესავალი იუდეველთათვის“.