რა ვითარებაა უკრაინის რადასთან - პირველი არხის ექსკლუზიური კადრები

კიევში, უკრაინის რადასთან, ე.წ. კარვების ქალაქში, სადაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი კიევიდან იტყობინება, მცირე შეტაკებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გაუშვეს.

ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილიც.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს. 

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უკრაინის რადასთან, მოედანზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, პრესკონფერენცია 6 დეკემბერს, დილის 9:00 საათზეა დაანონსებული.