რა ვითარებაა შოვში, სტიქიის ზონაში [ვიდეო/ფოტო]

​შოვში, სტიქიის ადგილზე 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საგანგებო შტაბი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერიაშია განთავსებული.

დღეს შტაბის წევრები დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდებიან. მათთვის ძალაში რჩება შეთავაზება ვერტმფრენით ტერიტორიის დათვალიერებასთან დაკავშირებით.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.