საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.
მათი თქმით, დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.