„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.
აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.
აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.