გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-ყანობის მონაკვეთზე სინოპტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მცირე ზვავი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, გზის გაწმენდას ცდილობენ.