სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი საპროტესტო აქციებზე ყოველთვის ზურგჩანთით ჩნდება. საზოგადოების ინტერესს იწვევს, რა აქვს ფაშინიანს ჩანთაში. ამ კითხვით სომხეთის ოპოზიციის ლიდერს პირველი არხის ჟურნალისტმა მიმართა.
ფაშინიანს ჩანთაში ლეპტოპი, ქუდი, სველი და მშრალი ხელსახოცები, მობილურის დამტენი, სელფის ჯოხი და მედიკამენტები აღმოაჩნდა.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა პირველ არხთან ასევე განმარტა, რომ მაისური, რომლითაც საპროტესტო აქციებზე ის ხშირად ჩნდება, არის არა სამხედრო, არამედ ლაშქრობისთვის განკუთვნილი მაისური, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს.