რა გავლენას ახდენს ლატარიაში მოგება ბედნიერებაზე - ფსიქოლოგიური კვლევა
წარმოიდგინეთ, რომ ლატარიაში მილიონი ლარი მოიგეთ. ალბათ გაფიქრებაზეც კი გაგაჟრჟოლათ.
პირველი იმედგაცურება მაშინ გელით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ მოგებული თანხა იბეგრება და მისი საკმაოდ დიდი ნაწილი სახელმწიფოს უნდა მისცეთ.
ბილეთის ყიდვა შეიძლება სულაც არ იყოს ფინანსურად რაციონალური გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც წარმოიდგენთ, რომ თუნდაც ცოტა ფულის მოგება უსაზღვროდ ბედნიერს გაგხდით, არა?
თუ ჯერ არ ხართ ბედნიერი, სხვაობა გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ვერც ლატარიის მოგების შემდეგ იგრძნოთ.
ლატარიების ფსიქოლოგიას რამდენიმე საოცარი კვლევა მიეძღვნა. როგორც გაირკვა, ხალხი ლატარიის ბილეთებს ყიდულობს იმიტომ, რომ ცუდი წარმოდგენა აქვთ თუ რამდენად მცირეა მოგების შანსი და საკუთარ თავს აიძულებენ იფიქრონ, რომ როგორღაც მაინც მოიგებენ.
ზოგიერთი კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ ლოტოს თამაშის სურვილი გაცილებით ძლიერია დაბალშემოსავლიან ადამიანებში, რომელთაც მოგება ფინანსური სირთულეებისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ესახებათ.
მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ როგორც კვლევა მიუთითებს, ლატარიის მოგება ადამიანს გრძელვადიან პერსპექტივაში ბედნიერს ვერ ხდის. პოპულარული მითის საწინააღმდეგოდ, არ შეიმჩნევა, რომ მოგებულები ფულს მხიარულებასა და თავშექცევაში ხარჯავდნენ, რაც შემდეგ, მათ გულისტკივილსა და სევდას ანიჭებს.
უმეტეს შემთხვევაში, მოგებულები საბოლოოდ ზუსტად ისევე არიან ბედნიერნი, როგორც მოგებამდე იყვნენ.
1978 წელს, ამ თემაზე ჩატარებული კლასიკური კვლევის ფარგლებში, ლოტოს 22 გამარჯვებული შეადარეს კონტროლ-ჯგუფის (ვინც ვერ მოიგეს) 22 ადამიანს და სხვადასხვა ინციდენტის შედეგად პარალიზებულ 29 პირს.
შედეგებმა მკვლევრები გააოცა. აღმოჩნდა, რომ ლოტოს გამარჯვებულები მნიშვნელოვნად ბდენიერნი არ იყვნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც ვერაფერი მოიგეს, ავარიებში დაზარალებულნი კი სკალის სადღაც შუაში იმყოფებოდნენ.
საერთო ჯამში, ლატარიის მოგებას ისეთი ბედნიერება სულაც არ მოაქვს, როგორსაც მოელიან, კატასტროფული ინციდენტები კი ადამიანებს სულაც არ აუბედურებს ისე, როგორც შეიძლება წარმოგვედგინოს.
როგორც ჟურნალი Science of Us შენიშნავს, იმ ფაქტს, რომ ლატარიის მოგებამ შესაძლოა გაართულოს ყოველდღიური ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნება — კვლევის ავტორები შემდეგნაირად აღწერენ:
„თანდათანობით, ლატარიის მოგებით გამოწვეული სიხარულის თრთოლა გაქრება. თუკი ეს ადამიანები ყველაფერს იმ განზომილებიდან განსჯიან, რომელშიც წარსული გამოცდილებიდან გადაბარგდნენ, თანდათანობით, ყველაზე პოზიტიურ მოვლენებსაც კი ცუდი გავლენა ექნება, რადგან ისინი თავის მხრივ უკვე შთანთქმული იქნება ახალი სტანდარტების მიერ.
აქედან გამომდინარე, ლატარიაში მოგებულები ეჩვევიან იმ დამატებით სიამოვნებას, რომელსაც მათ უეცრად მიღებული სიმდიდრე აძლევს. ეს სიამოვნება უნდა იყოს ნაკლებ ინტენსიური და დიდი წვლილი არ უნდა შეჰქონდეს მათი ბედნიერების ზოგად დონეში“.
მართალია, 1978 წლის კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსგავსი შედეგები აჩვენა 2008 წლის ნიდერლანდების ლატარიაში მოგებულთა კვლევამაც.
როგორც ამ კვლევის ავტორები იუწყებიან, საკმაოდ ბედნიერნი არიან მაღალშემოსავლიანი ადამიანები, მაგრამ „ლატარიაში მოგება ადამიანებს მათზე ბედნიერებს ვერ ხდის“.
კონცეპტი, რომელიც ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს, „ჰედნოიკური ადაპტაციის“ სახელითაა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ხალხი უბრუნდებოდა ბედნიერების ერთგვარ „ზღვრულ წერტილს“ იმ მოვლენათა შემდეგ, რომლებიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს შეგრძნებებზე დიდად იმოქმედებს.
„ზოგიერთ ჩვენგანს საკუთარი თერმოსტატი გვაქვს ბედნიერების ზღვრის დასაგენად; ზოგიერთი ასე დეპრესიის შემთხვევაში იქცევა; დანარჩენები კი სადღაც შუაში არიან“, — წერს ფსიქოლოგი რობერტ პაფი Psychology Today-ში.
„როდესაც ჩვენს თავს რაღაც დიდი ხდება, იქნება ეს ლატარიის მოგება თუ პარალიზებულ ადამიანად ქცევა, ჩვენი თერმოსტატი შეიძლება დროებით დაბლა ჩამოვიდეს. მაგრამ დროთა განმავლობაში, ის მაინც უბრუნდება ჩვეულ ნიშნულს“.
არის რაღაცები, რაც შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ჩვენს ბედნიერებაზე გავლენის მოსახდენად. მათ შორის ალბათ აღსანიშნავია ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება, დროისა და ფულის ხარჯვა გართობასა და შრომაზე.
როგორც წესი, ლოტოში მოგებული იღბლიანები ახლად შეძენილ ქონებას ყველაზე ხშირად ალბათ თავიანთ მიზნების შესრულებას უძღვნიან, თუმცა როგორც ჩანს, თვით მოგება სულაც არაა საკმარისი ხანგრძლივი ბედნიერებისათვის.
და მაინც, საკმაოდ სახალისოა იმის წარმოდგენა, თუ რაში გამოვიყენებდით ამ ფულს — მენტალური მდგომარეობა, რომელსაც ზოგიერთი ფსიქოლოგი საუკეთესო მიზეზად მიიჩნევს ლოტოს სათამაშოდ.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით