რა არის ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი და რა უპირატესობას ანიჭებს ის მოქალაქეებს
ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების ხელშეწყობის მიზნით, ევროკომისიამ საქართველოში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატები აღიარა.
რა არის ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი
ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი არის მტკიცებულება, რომ პირი არის აცრილი „კოვიდ-19-“ის საწინააღმდეგო ვაქცინით; ან აქვს კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი; ან გადატანილი აქვს (გამოჯანმრთელდა) „კოვიდ-19“.
რა უპირატესობა აქვს ევროკავშირის ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატს
ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნებში გაცემული ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის აღიარება ნიშნავს იმას, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ იმავე სამოგზაურო პირობებით, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის მქონე პირები.
ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის მქონე (სრულად ვაქცინირებული) პირები თავისუფლდებიან მოგზაურობასთან დაკავშირებული ტესტირების ან კარანტინის პირობებისგან ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ (ასევე, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულ პირები, რომლებმაც მიიღეს ორდოზიანი ვაქცინის ერთი დოზა).
როდესაც მოგზაური შედის EU+ ტერიტორიაზე (შენგენის ტერიტორია და შენგენთან ასოცირებული 4 ქვეყანა: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია), სერტიფიკატის გამოყენება შეუძლია კულტურულ ღონისძიებებზე, ღირშესანიშანოებების მოსანახულებლად ან სხვა აქტივობებისთვის, სადაც ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის წარდგენა აუცილებელია.
თუ პირი აცრილია ევროკავშირში არაავტორიზებული ვაქცინით, მოგზაურობამდე მან უნდა გადაამოწმოს იმ ვაქცინათა სია, რომლებიც დაშვებულია შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მიერ.
ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.