ქვილითაია „აპოელის“ ძირითადში დაბრუნდა #1TVSPORT
ქვილითაია „აპოელის“ ძირითადში დაბრუნდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების გუნდებმაც ითამაშეს.

გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე (46-ე წუთზე შეცვალეს) „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ „აკრიტასთან“ შეხვედრაში, რომელიც1:1 დასრულდა – ეს იმის მიუხედავად, რომ მე-7 წუთიდან სტუმრების ბოსნიელი მცველი ივან სარავანია მოედნიდან გააძევეს.

გიორგი ქვილითაია დაბრუნდა „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც გასვლაზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსი“ 0:2 დაამარცხა. „აპოელმა“ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და მართალია, 51-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, უპირატესობა შეინარჩუნა. ქვილითაია 70-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მოედანზე მურთაზ დაუშვილი შევიდა.

დოქსა“ ლიმასოლში აელ-ს ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში არ იყო რეზი ინჯგია, რომელსაც ახალი გუნდის ფორმით ჯერ ჩემპიონატში არ უთამაშია.