პირველი არხის ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გაგა კირკიტაძის ნაცვლად, ლაშა გოგნიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გაგა კირკიტაძე კი, თბილისის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.