ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე  გაგა კირკიტაძე დაინიშნა.

დღემდე აღნიშნულ თანამდებობას ლევან ტოგონიძე იკავებდა.

გაგა კირკიტაძე ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.