ქვემო ფონიჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ღონისძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ტარდება, თუმცა მეტი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სპეცოპერაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, დაკავებას აპროტესტებენ ბრალდებულის ოჯახის წევრები, რომლებიც ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბადრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ეს ღონისძიება ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უკავშირდება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყება სრულად მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოებზე“, – აღნიშნა მჭედლიშვილმა.