ქვემო ფონიჭალაში მოსახლეობა ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვს
ქვემო ფონიჭალაში მოსახლეობამ აქცია განაახლა. რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო ტერიტორიაზე შეკრებილები ბინებიდან გასახლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ავარიულია და მიმდინარე სამუშაოები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის გამო, ისინი გასახლებასა და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
აქცია ქვემო ფონიჭალაში გუშინაც გაიმართა.