ქვათაცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვათაცვენის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, არასათანადო ხილვადობის გამო გაწმენდითი სამუშაოები ხვალ, დილით განახლდება.