ქვათაცვენის გამო 4 იანვრის 08:00 საათამდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
ქვათაცვენის გამო, 4 იანვრის 08:00 საათამდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა.
ქვათაცვენის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.