ქუვეითის პრინცესა - თბილისის ფორუმზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ქალთა მდგომარეობაზე ვისაუბრებ
ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი თბილისში მიმდინარე ფორუმზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ქალთა მდგომარეობაზე ისაუბრებს. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
„ფორუმზე ვისაუბრებ გალფის ქვეყნებში ქალების მდგომარეობაზე, შევადარებ იქ არსებულ ვითარებას საქართველოსთან, ევროპასთან. აქ საუბარია მდგრად განვითარებაზე, განათლებასთან, სიღარიბესთან და ქალების ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ თემებზე”, – აღნიშნა პრინცესამ.
მისი განცხადებით, საქართველოში ქალთა მდგომარეობასა და ქვეყნის ტრადიციებზე ინფორმაცია უკვე მიიღო. შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი “გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების” რიგით მეორე ფორუმში მონაწილეობს.