ქუთაისში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ქუთაისში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა შვილმკვდარ მამებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლების ქმედებები დაგმეს.
„დაუშვებელია, ადამიანის უფლებების შელახვა. წუხელ ვნახეთ, როგორ მოექცნენ ადამიანებს მათი უფლებების დაცვის გამო. ქუთაისელი ახალგაზრდები ყოველთვის გამოხატავენ პროტესტს ამგვარი ქმედების გამო და დღესაც შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვგმობთ ამგვარ ქმედებას და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა, რომელსაც ბრალი მიუძღვის გამოუძიებელ საქმეებში“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა თედო მესხმა.
აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.