ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთში „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ მიმდინარეობს. ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები ხვდებიან.
„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად შეირჩა. “ყველა ვარსკვლავის” სათადარიგო მოთამაშეები კი მწვრთნელებმა დაასახელეს.
„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.
სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სუპერლიგის ორი წრის შემდეგ სამქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები, ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.
“ყველა ვარსკვლავის მატჩი” 16:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათში დასრულდება.