ქუთაისში ყინულის მოედნის ფუნქციონირება განახლდა. სპორტული ჯგუფებისთვის სწავლის პროცესი უკვე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ყინულის მოედანზე დაზიანებული აგრეგატი ახალი დანადგარით ჩანაცვლდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 177 399 ლარი გამოიყო. აგრეგატის დაზიანების გამო ყინულის მოედანს ფუნქციონირება თითქმის 1 წლის მანძილზე ჰქონდა შეწყვეტილი.
ყინულის მოედნის გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაესწრო.