ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. გადაადგილების პრობლემა მძღოლებს ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლისa და წერეთლის ქუჩაზე შეექმნათ.
წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და წყალი გზის სავალ ნაწილზე დაგროვდა. ძლიერი წვიმა ქუთაისში დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო.