ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ადგილობრივებმა გველი მოკლეს
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ადგილობრივებმა გველი მოკლეს

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ადგილობრივებმა გველი მოკლეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

„გველი ტროტუარზე ბავშვმა დაინახა და ყვირილი დაიწყო. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ და გველი ბიჭებმა მოკლეს. ახლაც პანიკაში ვართ”,- განაცხადა თვითმხილველმა თეონა მარგველაშვილმა.

წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ქვეწარმავლებს მათ ქუჩაზე ხშირად ხედავენ.