ქუთაისში ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა
ქუთაისში ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა

ქუთაისში ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიზარდა, -ამის შესახებ პირველ არხს კლინიკა „მედიქალ სითის” ექიმმა განუცხადა.

ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა, უმეტესობა A ტიპის ვირუსის შემთხვევაა. ექიმის ინფორმაციით, ეს არ არის ეპიდემიის მაჩვენებელი, თუმცა თებერვლის შუა რიცხვებიდან დაავადებამ შესაძლოა პიკს მიაღწიოს.

ვირუსის ძირითადი სიმპტომებია თავის ტკივილი, უმადობა, საერთო სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, სახსრების და კუნთების ტკივილი, ასევე გამოხატული ინტოქსიკაცია.