ქუთაისში უამინდობის გამო რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა
ქუთაისში უამინდობის გამო რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​ქუთაისში ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 15 შეტყობინება შევიდა. ხუთმა ინიციატორმა გამოძახება მოგვიანებით გააუქმა.

მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები უკვე დაასრულეს. დაშავებული არავინ არის.