ქუთაისში, თეთრ ხიდზე არსებული მინის იატაკი დაზიანდა
ქუთაისში, თეთრ ხიდზე არსებული მინის იატაკი დაზიანდა

ქუთაისში, ახლად რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე მინის იატაკი დაზიანდა. ქალაქის მერიაში ვარაუდობენ, რომ ეს გამიზნული ვანდალური ქმედებაა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მიმდებარედ არსებული კამერების ვიდეოჩანაწერებს ამოიღებენ, რათა დადგინდეს, რა ვითარებაში დაზიანდა ისტორიულ თეთრ ხიდზე არსებული მინა.