ქუთაისში თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ
ქუთაისში, თეთრ ხიდზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გუშინ თბილისში კლუბ “ბასიანში” განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მომხდარი ფაქტის გამო აკრიტიკებენ.
აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტია “გირჩი” მონაწილეობს.
ახალგაზრდები მთავრობას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.
“გუშინ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ვანდალური აქტი არ უკავშირდება ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკებთან ბრძოლას. ეს არის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ, რომელშიც სახელმწიფო აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.