ქუთაისში ტაქსის რეფორმის წინააღმდეგ აქცია ჩაიშალა. აქცია „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით ე.წ. პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან უნდა დაწყებულიყო და მსვლელობის სახით ქუთაისის მერიამდე უნდა გაგრძელებულიყო.
ადგილზე მისულ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მხოლოდ სამი მძღოლი დახვდათ, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.
ტაქსის მძღოლების ნაწილი აქციას თბილისში მართავს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა.