ქუთაისში ტაქსის ერთ-ერთი კომპანიის მძღოლებმა აქცია გამართეს
ქუთაისში ტაქსის ერთ-ერთი კომპანიის მძღოლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში  ტაქსის კომპანია „მაქსიმის” მძღოლებმა მომსახურებაზე ტარიფის გაზრდის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი ამბობენ, რომ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ.

მძღოლების პროტესტს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

კომპანია “მაქსიმში” აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება.

აღნიშნული ტაქსის კომპანია კერძოა და ის ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა, კომპანია მომსახურეობას დაბალი ტარიფებით ახდენს, რაც დასაქმებულების პროტესტის მიზეზი გახდა.