ქუთაისში სუპერმარკეტ „ფემილის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მაღაზიის თანამშრომლების ინფორმაციით, გვიან ღამით ნიღბიანმა პირმა ცივი იარაღის მუქარით, მაღაზიიდან ათას ლარამდე თანხა წაიღო. შემთხვევის დროს მარკეტში სამი თანამშრომელი იყო, რომლებმაც დაცვა გამოიძახეს, თუმცა მძარცველმა გაქცევა მოახერხა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.