ქუთაისში პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს
ქუთაისში, „აია-არენაზე” პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს. მას სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები ესწრებიან.
ტურნირში რვა სასკოლო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი და საჩუქრები გადაეცემა. ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის აიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.
ტურნირი ტრადიციულია და უკვე მესამე წელია, იმართება.
პირველი არხის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 2016 წლის დეკემბერში იპოვეს.