ქუთაისში სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსსა და რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის არის ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძე.
მაია რუხაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. პაციენტი მკურნალობის კურსს გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. მათგან უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას გააგრძელებს.