ქუთაისში სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის ერთი გალის რაიონის მკვიდრია
ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აღნიშნულ პაციენტებს შორის ერთი გალის რაიონის მკვიდრი ახალგაზრდა ქალია. კლინიკაში შეყვანის შემდეგ მან იმშობიარა. კლინიკის დირექტორის, მამუკა მიქაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული, ორივე მათგანმა ცენტრს სახლებიდან, ცხელებით მიმართა. მათ შესაბამისი სინჯები უკვე აუღეს. კვლევის შედეგები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.