მკვლელობა მოხდა ქუთაისში. საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე, დიდების მემორიალთან მამაკაცი მოკლული იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
მკვლელობა სავარაუდოდ წუხელ მოხდა, თუმცა მამაკაცის ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.