ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
ქუთაისში, დადიანის #55-ში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულის აივნიდან 76 წლის მამაკაცი გადმოვარდა.
როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.