ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის დაგროვების გამო, აფეთქება მოხდა
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის დაგროვების გამო, აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის დაგროვება გახდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის დროს სახლში 75 წლის ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.