ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია.
აფეთქების შედეგად ბინის მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ერთი ადამიანი.
80 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.