ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ბინაში ჩაიმსხვრა მინები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.