ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე აინთო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დავით აღამაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინაა განთავსებული.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიაში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს.
როგორც პირველ არხს ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განუცხადა, წელს ნაძვის ხე ქალაქის თითქმის ყველა უბანში დგას.
საახალწლო განათებებისთვის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 000 ლარი დაიხარჯა.