ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის, ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.
ამასთან, როგორც ადგილზე ამბობენ, მოქალაქე სავარაუდოდ, დიდი ხნის გარდაცვლილია.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.