ქუთაისში რეგიონული კონფერენცია „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" მიმდინარეობს
ქუთაისი რეგიონულ კონფერენციას „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში” მასპინძლობს. კონფერენცია სასტუმრო ბაგრატში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.
კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა.
ღონისძიების მიზანია ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება.
შეხვედრაში 100 მდე ქალი მონაწილეობს.