ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს [ვიდეო]

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია გამართეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციაზე მყოფი მოქალაქე შოთა ოჩიგავა რკინის კართან მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ბოქლომი დაადო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები ოფისში იმყოფებიან, ხოლო „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.