ქუთაისში პირველი არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პირველი არხის ოპერატორის და ფოტოგრაფის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაზე სოფო ბობოხიძის მიერ გადაღებული ფოტოები გაიყიდა, შემოსული თანხა კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს გადაეცემა. ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის საკრებულოა.
საქველმოქმედო აქცია, რომელიც სოფო ბობოხიძის ხსოვნას ეძღვნება, უკვე მეორედ იმართება.
პირველი არხის ოპერატორი, 27 წლის სოფო ბობოხიძე, ერთი წლის წინ 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.