ქუთაისში პირველი არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი იმართება
ქუთაისის „აიას” აკადემიის მოედანი პირველი არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საფეხბურთო ტურნირს მასპინძლობს.
ტურნირი 2008 წელს დაბადებულთა შორის მიმდინარეობს. შეჯიბრის ორგანიზატორია ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება.
ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობს: ქუთაისის ,,კოლხიდა“, „ავანგარდი“, „ტორპედო“, „მართვე”, სამტრედიის ,,სამტრედია“, ,,სამტრედია 2009“, ტყიბულის „მეშახტე“ და ხონის „იმერეთი“. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა კი, 12 მარტს გაიმართება.
გამარჯვებულ გუნდს მედლებთან ერთად, სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.
სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი პირველად გასული წლის 8 მარტს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო.
პირველი არხის ოპერატორი, 27 წლის სოფო ბობოხიძე, 2016 წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სოფო ბობოხიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში 2013 წლიდან მუშაობდა.