ქუთაისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.
ქუთაისის მერიის შენობის წინ შეკრებილებს სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს გაიმართა მშვიდობიანი, არაძალადობრივი მსვლელობა.
„ვაპირებთ შემოვიაროთ მთელი საქართველო. თუ ადეკვატური პასუხი არ გვექნა, საერთო ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას დავიწყებთ. ეს სრულიად სხვა ეტაპი იქნება. ეს მოედება ყველა სოფელს, ქალაქს, ყველა ოჯახს, ამაში იქნებიან ახალგაზრდა და უფროსი თაობის ადამიანები. თუ უნდათ მეტი, მიიღებენ მეტს“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.