ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ დღევანდელი აქცია დასრულდა
ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ. აქცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„მოვითხოვთ, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა და დაუყოვნებლივ გაუქმდეს მასთან ხელშეკრულება. ხელისუფლება ჩვენს ხმას თუ არ მოისმენს, იძულებული ვიქნებით, ქუთაისის პიკეტირება მოვახდინოთ. ორი კვირის შემდეგ ისევ აქ მოვალთ და აღარ წავალთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
პროტესტის 126-ე დღეს აქციის მონაწილეებმა ერთი დღით სოფელ ნამოხვანიდან ქუთაისში გადაინაცვლეს. ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იყვნენ შეკრებილი.